აღდგენა, გამძლეობა და რეფორმები: აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში საყოველთაო სარგებლის მომტანი პრიორიტეტები 2020 წლის შემდგომი პერიოდისთვის

02-07-2021
რეაბილიტაცია, სტაბილურობა და რეფორმა: 2020 წლის შემდგომი პრიორიტეტები აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ყველას სასარგებლოდ
რეაბილიტაცია, სტაბილურობა და რეფორმა: 2020 წლის შემდგომი პრიორიტეტები…

აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზანი ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებს და პარტნიორებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერებაა. ეს პროცესი ემყარება ინკლუზიურობის და დიფერენციაციის პრინციპებს, რომელთა შორისაცაა ინდივიდუალური მიდგომა და თანამშრომლობის სტიმულებზე დაფუძნებული გზებით გაფართოება. „20 შედეგი 2020 წლისთვისინიციატივის, 2020 წლის მარტისერთობლივი განცხადების“ და  2020 წლის მაისისსაბჭოს დასკვნების“  საფუძველზე, ევროკავშირმა 2020 წლის შემდგომი პერიოდისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის პრიორიტეტები განსაზღვრა. ხუთი დასახული ამოცანის შესაბამისად, ეს პრიორიტეტები პარტნიორი ქვეყნების სტაბილურობას ორი საბაზისო კომპონენტის: ინვესტირებისა და მართვის მხარდაჭერით გააძლიერებს. ეს ინფოგრაფიკა ასევე წარმოაჩენს თანამშრომლობის ძირითად ახალ ელემენტს — ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას. ინიციატივა ევროკავშირის ბიუჯეტიდან 2.3 მილიარდი ევროს მობილიზებას გრანტების, შერეული ფინანსირების და გარანტიების სახით მოახდენს. ეს ფინანსები პანდემიის შემდგომ რეაბილიტაციას და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეკონომიკის მდგრად განვითარებას მოხმარდება, რაც მათ მეტად სიცოცხლისუნარიანს და ინტეგრირებულს გახდის.