იფიქრე გლობალურად, იმოქმედე ლოკალურად: ევროკავშირი  საქართველოში ეკომეგობრულ ქმედებათა მხარდასაჭერად კონკურსს აცხადებს

15-07-2021
Photo: European Union
Photo: European Union

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ (UNDP) განხორციელებულ ინიციატივასთან, EU4Climate, თანამშრომლობით, პოსტერების კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია, გამოავლინოს ისეთი ეკომეგობრული ქმედებების წამხალისებელი ბეჭდური პროდუქცია, როგორიც გლობალური კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კრიზისის დაძლევას უწყობს ხელს. 

კონკურსის მონაწილეებისთვის შეთავაზებული თემები და გზავნილებია: „იმოქმედე ახლა!“ (კლიმატის ცვლილების მაქსიმალურად შესამცირებლად), „შეცვალე!“ და „იფიქრე გლობალურად, იმოქმედე ლოკალურად“. 

პოსტერები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, გაეროს განვითარების პროგრამის და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) სოციალური მედიის გვერდებსა და ოფიციალურ ვებსაიტებზე გამოქვეყნდება. ნამუშევრები ასევე დაიბეჭდება და გავრცელდება პროექტის, EU4Climate, ფარგლებში ჩატარებული სხვადასხვა ღონისძიების დროს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკის საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც პროფესიული დიზაინისა და ციფრული ხელოვნების სფეროში აქვს გამოცდილება. ცალკეულ კონკურსანტს მხოლოდ ერთი პოსტერის წარდგენა შეუძლია. ნამუშევრების გაგზავნის ბოლოო ვადაა 26 ივლისი.

გამარჯვებული 3,500 ლარით დაჯილდოვდება. მეორე ადგილზე გასულს 2,500 ლარი გადაეცემა, მესამე ადგილზე გასულს კი — 2,000 ლარი.

დამატებითი ინფორმაცია

რესრელიზი