წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ევროკავშირის მხარდაჭერით  მესამე საგრანტო კონკურსს აცხადებს

07-05-2021
Photo: European Union
Photo: European Union

წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) პროექტის, „ეს წალკაა“, ფარგლებში მესამე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. პროექტის მიზანი წალკის მუნიციპალიტეტში ეკონომიკური დივერსიფიკაციის მხარდაჭერაა. კონკურსი კი ადგილობრივი თემების კეთილდღეობასა და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას იმ პროექტების განხორციელებით გააუმჯობესებს, რომლებიც წალკის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის (LDS) პრიორიტეტებს შეესაბამება.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება როგორც კომერციული (არასასოფლო-სამეურნეო და სასოფლო-სამეურნეო), ასევე სოციალური და საგანმანათლებლო მიმართულებების ინიციატივები.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს შემდეგ სუბიექტებს: საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეებს; საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს; სასოფლო კოოპერატივებს; არაკომერციულ იურიდიულ პირებს (არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასოციაციებს და სხვა); წალკის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს.

განცხადების შეტანის ბოლო ვადაა 27 მაისი.

პროექტი, „ეს წალკაა“,  ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ხორციელდება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

წალკის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია