როგორ ეხმარება ევროკავშირი მედიას აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში?

07-05-2020
როგორ ეხმარება ევროკავშირი მედიას აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში?
1. რა არის ევროპის დემოკრატიის ფონდის ძირითადი საქმიანობა?

ევროპის დემოკრატიის ფონდი (EED) არის დამოუკიდებელი საგრანტო ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2013 წელს ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ, როგორც დამოუკიდებელი საერთაშორისო სატრასტო ფონდი დემოკრატიის მხარდასაჭერად ევროპულ სამეზობლოში (აღმოსავლეთ პარტნიორობა – EaP – და შუა აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონი – MENA), დასავლეთ ბალკანეთი და მის მიღმა.

 

EED

ევროპის დემოკრატიის ფონდი მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, პროდემოკრატიულ მოძრაობებს, სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებს, დამოუკიდებელ მედია პლატფორმებს და ჟურნალისტებს, რომლებიც მუშაობენ პლურალისტური, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის დასამკვიდრებლად. ეს მხარდაჭერა შეიძლება ასევე მოიცავდეს ახლად შექმნილ ან არარეგისტრირებულ ორგანიზაციებს, არაფორმალურ პლატფორმებს, ახალგაზრდულ ჯგუფებს და ინდივიდებს. კერძოდ, ევროპის დემოკრატიის ფონდი მხარს უჭერს მათ, ვისაც ვერ ეხმარებიან სხვა დონორები და ევროკავშირის არსებული ინსტრუმენტები. მხარდაჭერა დამოკიდებულია დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებაზე, ადამიანის უფლებების პატივისცემაზე და არაძალადობის პრინციპების დაცვაზე.

2. როგორ ეხმარება ევროპის დემოკრატიის ფონდი მედიას?

ევროპის დემოკრატიის ფონდი მხარს უჭერს ადგილობრივი მედიის განვითარებას, გადარჩენას და ზრდას კომუნიკაციის დამოუკიდებელ და ხარისხიან არხებად ჩამოყალიბების მიზნით, რაც უმთავრესია მედია-პლურალიზმის, ასევე ფართო საზოგადოებისთვის დამოუკიდებელი და ალტერნატიული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ამაში შედის ყველა სახის მედია, დაწყებული ახალი სტარტაპებით, დამთავრებული უფრო დიდი, პროფესიული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, და შეიძლება მოიცავდეს როგორც ცალკეულ ბლოგერებს, ისე ციფრულ პლატფორმებს, სატირიკოსებს და ინოვაციურ საინფორმაციო საშუალებებს.

მხარდაჭერა ხდება მრავალი სხვადასხვა ინიციატივის საგრანტო დაფინანსებით, რაც ეხმარება დამოუკიდებელი მედია-საშუალებების შენარჩუნებას და განვითარებას, ეხმარება ჟურნალისტების და გამოცემების საქმიანობას რეპრესიულ გარემოში, ან ხელს უწყობს ახალ მედიას.

დაფინანსების ფორმალური ფარგლები არ არსებობს. მოთხოვნა მხარდაჭერაზე ძირითადად არის 10,000 -150,000 ევროს ფარგლებში, თუმცა გაცემულია გრანტები ამ რაოდენობაზე როგორც ნაკლები, ისე მეტი ოდენობით. საშუალოდ, ევროპის დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერა უფრო ხშირად არის 40,000 - 60.000 ევროს ფარგლებში.

გასულ წელს, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონზე მოდიოდა ევროპის დემოკრატიის ფონდის მიერ დაფინანსებული ინიციატივების 32%, ხოლო ევროპის დემოკრატიის ფონდის მთლიანი დაფინანსების პორტფელის დაახლოებით ერთი მესამედი მედიას უკავშირდება. ევროპის დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერის კონკრეტული მიზანია ხარვეზების გამოსწორება ისეთ სფეროებში, რომელთა მხარდაჭერა არ ხდება სხვა დონორების მიერ.

გარდა ამისა, ევროპის დემოკრატიის ფონდი მხარს უჭერს პერსპექტიულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, რომლები ინოვაციური გზებით იყენებენ ახალ ტექნოლოგიებს და სოციალურ მედიას. ის ასევე დაეხმარა აღიარებულ საინფორმაციო საშუალებებს საკუთარი პროდუქციის გამრავალფეროვნებაში, მათ შორის ისეთი ონლაინ პროდუქტებით, როგორიცაა პოდკასტები. ევროპის დემოკრატიის ფონდი უზრუნველყოფს ფინანსურად არასტაბილურ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ძირითადი დაფინანსებით, და ასევე რესურსებით საფუძვლიანი საგამოძიებო ჟურნლისტიკის გასაგრძელებლად. მხარდაჭერა გაეწია ასევე ორგანიზაციებს, რომლებიც უწევენ ჟურნალისტებს იურიდიულ დახმარებას და მხარს უჭერენ გამოხატვის თავისუფლებას.

ამჟამად ფინანსდება შემდეგი პროექტები: ZMIST მიუკერძოებელი ადგილობრივი ონლაინ მედია პორტალი, შექმნილი ახალგაზრდების გუნდის მიერ უკრაინის ქალაქ პოლტავაში, დამოუკიდებელი ProTV მოლდოვაში, რომელმას მიიღო ევროპის დემოკრატიის ფონდის გრანტი უწყვეტი მუშაობის უზრუნველსაყოფად მომავალი საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნების განმავლობაში, და არასამთავრობო ორგანიზაცია ჟურნალისტები ადამიანის უფლებებისთვის, რომელიც საგამოძიებო სტატიებით აშუქებს სომხეთის სამხედრო უწყებებში არსებულ ძალადობას.

გაცემული მედია-გრანტების უფრო მეტი მაგალითი შეგიძლიათ იხილოთ ევროპის დემოკრატიის ფონდის ვებსაიტზე. ასევე შეგიძლიათ შეხვდეთ გრანტის მიმღებ პირებს, რომლებიც საკუთარ ისტორიებს ჰყვებიან აქ.

კრეატიული კონტენტის მხარდაჭერის ფონდი, პროექტი, რომელსაც ევროპის დემოკრატიის ფონდი მისი დაარსებიდა დღიდან - 2016 წლიდან მასპინძლობს, ხელს უწყობს მედიის სანდოობას და დაბალანსებას აღმოსავლეთ პარტნიორობისა და სხვა ქვეყნებში, რაც ხდება დამოუკიდებელი რუსულენოვანი მედიის გაძლიერებით რეგიონში. დღეისათვის კონტენტის ფონდს გაცემული აქვს
6.4 მილიონი ევროს ოდენობის 100-ზე მეტი გრანტი 20-ზე მეტ მედია პლატფორმაზე. 2019 წელი იყო კონტენტის ფონდის განვითარების ახალი ფაზა, როდესაც ის დარეგისტრირდა ბელგიაში, როგორც არაკომერციული ფონდი. ევროპის დემოკრატიის ფონდი კვლავაც ჩართულია ამ ფონდის მუშაობაში და შედის მის მმართველთა საბჭოში. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კონტენტის ფონდის, განაცხადის შეტანის და მხარდაჭერილი პროექტების შესახებ, ეწვიეთ ვებსაიტს.

3. რა სახის დაფინანსების წყაროები არსებობს?

ევროპის დემოკრატიის ფონდის ბიუჯეტს ქმნიან მისი მმართველთა საბჭოს წევრი ევროპის ოცდასამი ქვეყანა და ევროკომისია. კანადამ კონკრეტული გრანტი გასცა უკრაინაზე.

4. რომელ მედია საშუალებებს შეუძლიათ განაცხადის შეტანა და როგორ?

ევროპის დემოკრატიის ფონდი აფინანსებს ნებისმიერ შესაბამის ადგილობრივ მედიას, მათ შორის ბლოგერებს, ციფრულ პლატფორმებს, ტელევიზიას, რადიოსადგურებს და სხვა დამოუკიდებელ ახალი ამბების და საინფორმაციო სააგენტოებს.

ევროპის დემოკრატიის ფონდს შეუძლია ცალკეული პირების და არარეგისტრირებული ჯგუფების, ისე როგორც მასობრივი ინფორმაციის აღიარებული საშუალებების მხარდაჭერა, მას ასევე შეუძლია საოპერაციო ხარჯების დაფარვის მხარდაჭერა (ხელფასები, საოფისე და კომუნიკაციის ხარჯები).

მხარდაჭერისთვის განაცხადის შეტანა ძალიან მარტივია. ეწვიეთ ევროპის დემოკრატიის ფონდის  ვებსაიტს და დააჭირეთ ღილაკს ‘Apply for Support’ უსაფრთხო აპლიკაციის პორტალზე გადასასვლელად, სადაც შეგიძლიათ იპოვნოთ განაცხადის ფორმა და რეკომენდაციები.

ევროპის დემოკრატიის ფონდი რეგულარულად იხილავს მხარდაჭერისთვის შეტანილ განაცხადებს, ამიტომ განაცხადის შეტანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს - განაცხადების მიღება არ ცხადდება და არ არის განსაზღვრული მათი წარდგენის საბოლოო ვადები. 

განმცხადებლებს, რომელთა უსაფრთხოება განსაკუთრებული რისკის ქვეშაა, შეუძლიათ გამოიყენონ ცალკე უსაფრთხო სისტემა დაშიფვრის მიზნით და უშუალოდ წაადგინონ საკუთარი განაცხადი ვებსაიტზე grants@democracyendowment.eu.

5. როგორია შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები?

ევროპის დემოკრატიის ფონდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შემთხვევებს, როდესაც ადმინისტრაციული, იურიდიული, სოციალური და პოლიტიკური ბარიერების ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოების და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების განვითარებას. საკუთარი საქმიანობის ფარგლებში ევროპის დემოკრატიის ფონდი თავის თავზე იღებს მნიშვნელოვან პოლიტიკურ და საოპერაციო რისკებს.

ფონდის მთავარი განმასხვავებელი ნიშანია მისი უნარი იმოქმედოს რთულ, პირობებში, რომელიც სხვა დონორებს მუშაობა არ შეუძლიათ. ფონდი ხშირად მუშაობს მცირე ზომის, დამწყებ ჯგუფებთან, რომლებიც ხელს უწყობენ საზოგადოების დემოკრატიზაციას. ევროპის დემოკრატიის ფონდი ეხმარება ამ ჯგუფებს პოტენციალის გაძლიერებაში, რათა მომავალში მათ თავად შეძლონ განაცხადის შეტანა დაფინანსების მოსაპოვებლად უფრო დიდი სქემებიდან.

ევროპის დემოკრატიის ფონდი ხშირად უჭერს მხარს დამოუკიდებელ მედია-საშუალებებს, რომლებიც ატარებენ ექსპერიმენტებს ინოვაციური იდეებით, მოიცავენ განსაზღვრულ სამიზნე აუდიტორიებს და ხელს უწყოენ პლურალიზმს მედიაში. კონტექსტიდან გამომდინარე, მხარდაჭერა შეიძლება მიიღონ პროფესიულმა დამოუკიდებელმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა, რომლებიც მუშაობენ რთულ პირობებში, როდესაც მათ უხდებათ ბრძოლა თავის გადასარჩენად.

ევროპის დემოკრატიის ფონდი იღებს განაცხადებს დამოუკიდებელი მედია-საშუალებებისგან, რომლებიც ეძებენ რესურსებს ახალი არხების ან პროდუქტების ასამოქმედებლად, საჭიროებენ მხარდაჭერას განვითარების ან თავის გადარჩენის მიზნით, და რომლებისთვისაც არ არის ხელმისაწვდომი დონორული დაფინანსების სხვა ფორმები.

6. როგორ ხორციელდება შერჩევის პროცედურა?

მედია-ორგნიზაციებს ან ცალკეულ პირებს შეუძლიათ განაცხადის შეტანა პირდაპირ ევროპის დემოკრატიის ფონდის ვებსაიტის საშუალებით www.democracyendowment.eu. არ არსებობს დაფინანსების ციკლი, და განაცხადები დაფინანსების მისაღებად მიიღება და განიხილება ნებისმიერ დროს.

თქვენ მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას ელექტრონული ფოსტით თქვენი განაცხადის მიღების დადასტურების შესახებ, ხოლო ევროპის დემოკრატიის ფონდის პროგრამის მენეჯერები მიმართავენ მედია-ორგანიზაციებს შემდგომი ინფორმაციისთვის - ეს განმცხადებლების მკაცრი შემოწმების პროცდურის ნაწილია. ევროპის დემოკრატიის ფონდი ცდილობს განმცხადებლებს საბოლოო პასუხი 12 კვირის განმავლობაში შეატყობინოს.

დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას ღებულობს ევროპის დემოკრატიის ფონდის აღმასრულებელი კომიტეტი რეგულარულ შეხვედრებზე მას შემდეგ, რაც ევროპის დემოკრატიის ფონდის სამდივნო ჩაატარებს შეფასებას ორგანიზაციული მოთხოვნების შესაბამისად. ევროპის დემოკრატიის ფონდი შესაძლებლობის ფარგლებში იცავს გეოგრაფიულ ბალანსს დაფინანსების განაწილებისას სამხრეთ და აღმოსავლეთ სამეზობლოებს შორის.

გამონაკლის სიტუაციებში, ევროპის დემოკრატიის ფონდიმა შეიძლება განიხილოს მოთხოვნების შეზღუდული რაოდენობა გადაუდებელ რეჟიმში. გადაუდებელი მხარდაჭერის მოთხოვნისთვის, თქვენ უნდა მონიშნოთ უჯრა ქვემოთ და მოკლედ განმარტოთ, თუ რატომ არის თქვენი მოთხოვნა სასწრაფო, და რა იქნება დაფინანსების სასწრაფოდ მიუღებლობის პოტენციური შედეგები.

7. არსებობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ დაფინანსება?

მასობრივი ინფორმაციის საშუალებების დაფინანსება ევროპის დემოკრატიის ფონდის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივების დაახლოებით ერთ მესამედს შეადგენს. უფრო სრულყოფილი ინფორმაცია მასობრივი ინფორმაციის საშუალების შესახებ, რომლებმაც მიიღეს დაფინანსება, იხილეთ ევროპის დემოკრატიის ფონდის ვებსაიტზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ევროპის დემოკრატიის ფონდის მიერ მედიისთვის გაწეული მხარდაჭერის და მაგალითების შესახებ, ჩამოტვირთეთ SUPPORTING MEDIA FOR DEMOCRACY, ევროპის დემოკრატიის ფონდის საქმიანობის ანგარიში დამოუკიდებელი მედიის სფეროში.

 

8. ახორციელებს ევროპის დემოკრატიის ფონდი სხვა სახის საქმიანობას მედიის სფეროში, მაგალითად ტრენინგებს, კონფერენციებს ან სემინარებს ჟურნალისტებისთვის?

ევროპის დემოკრატიის ფონდის გრანტის არაერთი მიმღები ახორციელებს ისეთ საქმიანობას, როგორიცაა ტრენინგები, კონფერენციები და სემინარები, და მათ შეაქვთ განაცხადი ევროპის დემოკრატიის ფონდში ამ საქმიანობისთვის. ევროპის დემოკრატიის ფონდი ამგვარ ტექნიკურ დახმარებას უშუალოდ არ ახორციელებს.